Tuesday, 8 July 2014

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღეს, ტრეინინგის ბოლო დღეს, დასრულებული პორთფოლიო ავტვირთე ჩემს ბლოგზე. გავეცანით თითოეული პედაგოგის პორთფოლიოს და გავაკეთეთ ურთიერთშეფასება. საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის სხვადასხვა თემებზე პროექტების მოსმენა. ამისათვის მადლობა ყველა მასწავლებელს. და მთავარი მადლობა ჩვენს ტრენერს ცხრა საინტერესო დღისათვის, რომელმაც დიდი სიმშვიდით დეტალურად გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი, რომელიც  ბევრის მომცემი იყო ჩემთვის, რაც ძალიან დამეხმარება პროექტებით სწავლებაში. დიდი მადლობა ნინო.

Friday, 4 July 2014

მერვე დღის რეფლექსია.

დღეს დავასრულე პროექტის გეგმა, ბლოგზე დავამატეთ ახალი გვერდი. გავაკეთეთ კითხვარი კვლევისთვის, რომელიც გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვისწავლეთ კითხვარის  შედეგების ნახვა ჩემს გვერდზე. ეს პროცესი გაამარტივებს მოსწავლეების ტესტირებით გამოკითხვას.  დღევანდელი ტრეინინგი იყო ნაყოფიერი.

Thursday, 3 July 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ ინდივიდუალური აქტივობები სწავლის დროს. გავეცანი მოსწავლეების აღქმის 5 სტილს.  დავახასიათეთ თითოეული სტილი.  გავეცანით ამ მხრივ სკოლაში ბავშვების  სტატისტიკას, რითაც მასწავლებელს შეუძლია  მხარი დაუჭიროს მოსწავლის თვითრეგულირებადი სწავლის განვითარებას. შევქმენი სუსტი მოსწავლისათვის პრეზენტაციის შაბლონი, რისი დახმარებითაც მოსწავლე ადვილად შეძლებს საპრეზენტაციო ფორმატში ინფორმაციის შევსებას. გავაკეთე მონახაზი პროექტის მსვლელობის შესახებ. დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვისწავლე ბლოგზე გაჯეტების დამატება. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო დღისათვის.

Tuesday, 1 July 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი. გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და გავაკეთეთ ურთიერთშეფასება. ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოების ჩასმა ბლოგზე. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი და შევქმენით გვერდები ბლოგზე. საკმაოდ საინტერესო დღის შემდეგ მექნება შესაძლებლობა მარტივად შევძლო პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეების შეფასება.

ნაბეღლავი

პუბლიკაცია
პუბლიკაციის დაგეგმვა
21საუკუნის უნარ-ჩვევები

Thursday, 26 June 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ მესამე და მეოთხე მოდული. გავიაზრე მოსწავლეთა დავალებები და ნიმუშის სახით შევქმენი ერთი ჯგუფი სავარაუდო ნამუშევარი. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას. გამოვიყენე სხვადასხვა მასალები მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარში და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით შევქმენი გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი. დღევანდელი დღე დამეხმარა მიზნის სწორად ფორმულირებაში.

პროექტის პრეზენტაცია

Tuesday, 24 June 2014

მეოთხე დღის რეფლექსია.

დღევანდელი დღეც წარმატებულად დამთავრდა. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ შეფასების გეგმა, შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო. შევიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ასევე ავაწყვეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია. მადლობა ჩვენს ტრენერს ნინოს საინტერესო დღისათვის.

Thursday, 12 June 2014

მესამე დღის რეფლექსია.

მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე ნამდვილად ნაყოფიერი იყო ჩემთვის და ალბათ არა მარტო ჩემთვის. გავიარეთ მოდული 2-ის I და II აქტივობა. სტანდარტის გაანალიზების შემდეგ დავისახეთ პროექტის მიზნები და მიზნებიდან გამომდინარე  დავსვით საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტში მოსწავლეთა ჩართულობას. ვისწავლეთ დრაივზე დოკუმენტების ატვირთვა და გაზიარება. ეს ნამდვილად დაგვეხმარება გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე.

Tuesday, 10 June 2014

მეორე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანთ პირველი მოდულის მეოთხე და მეხუთე აქტივობას - პუბლიკაციის მომზადება პროექტების სწავლების თემაზე.  დავგეგმეთ პუბლიკაცია, შევქმენით word-ის პროგრამაში ბროშურების  ნიმუშები  და მოვათავსეთ პორთფოლიოში. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და  ნაყოფიერი ჩემთვის.

Thursday, 5 June 2014

პირველი დღის რეფლექსია

ვფიქრობ რომ დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით ინტელის თეორიულ კურსს, რომელიც ნამდვილად დაგვეხმარება სხვადასხვა თემაზე საინტერესო პროექტების შექმნაში. წარმატებული პროექტები თავისთავად იზრუნებს მოსწავლეების უნერ-ჩვევების განვითარებაზე. საინტერესო იყო ასევე ბლოგის შექმნა, რაც შესაძლებლობას მომცემს გავეცნო ჩემი კოლეგების შეფასებებს.